logo_geo
eng_logo
თემქაზე მოკლული გოგოს მამა: ვენდობი პროკურატურას!
- +

17 აპრილი. 2018. 23:03

 

 

22 თებერვალს, თემქაზე მოკლული გოგოს, ანა ნაცვლიშვილის მამამ მამუკა ნაცვლიშვილმა „TVპირველთან“ საუბარში განაცხადა, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიების მსვლელობის დეტალებს მასაც აცნობენ და ამიტომ, პროკურატურას ენდობა.

 

„ვენდობი პროკურატურას, რადგან მაყენებენ საქმის კურსში. ვენდობი, რადგან საქმეს კვალიფიციური გამომძიებელი იძიებს. ახლა ველოდები ექსპერტიზის პასუხს. ცხადია, მე უმაღლეს სასჯელს, სამუდამო პატიმრობას მოვითხოვ“, - განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.

 

მოკლული გოგოს მამამ ქალთა მიმართ ძალადობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ შემაკავებელი ორდერი ქალებს არ იცავს, რადგან ორდერის გამოწერის შემდეგ კაცები ხშირად, მეტად ძალადობენ იმ ქალზე, ვინც სამართალდამცველებს მიმართა.

 

„შემაკავებელი ორდერი არ იმოქმედებს. თუ კაცი ხელ გაარტყამს, უპირობოდ უნდა დაიჭირონ. მკვლელს უნდა ეშინოდეს, რომ ხომ ქალისთვის ხელის გარტყმისთვისაც დაისჯება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

22 თებერვალს, გამთენიისას, თემქაზე გოგო კორპუსის უკან, პატარა სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს.  21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი იმავე დღეს დააკავეს.

 

საქმის პროკურორის, გრიგოლ ბიბილაშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილს თავისა და კისრის არეში დანით 7 ჭრილობა აქვს მიყენებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner