logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: შეიქმნა მობილური აპლიკაცია, რომელიც მსხვერპლებს აძლევს შესაძლებლობას, ჩუმი შეტყობინება გააგზავნონ
- +

18 აპრილი. 2018. 00:25

 

 

გადაცემაში „პირისპირ“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ოჯახში ძალადობის მიმართულებით 112-ის მუშაობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

„ოჯახში ძალადობის მიმართულებით, გარკვეული რეკომენდაციები სახალხო დამცველმაც მოგვცა და ეს რეკომენდაციები ძირითადად ეხებოდა ინფორმაციის სისტემატიზაციას და ჩვენ ამას უკვე ვაკეთებთ. რაც შეეხება იმას თუ რა გავაკეთეთ აქამდე, რამდენიმე თვის წინ 112-ში შეიქმნა და უკვე დაინერგა მობილური აპლიკაცია, რომელიც მსხვერპლებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დროის მოკლე მონაკვეთში გააგზავნონ ჩუმი შეტყობინება, რაც განსაკუთრებით ეფექტიანია ოჯახში ძალადობის ფაქტებზე, იქ სადაც მსხვერპლებს არ აქვთ ტელეფონის აღების და 112-ში დარეკვის შესაძლებლობა, იმ მიზეზით, რომ ახლომახლო იმყოფება მოძალადე. ეს აპლიკაცია მსხვერპლს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ოპერატიულდ დაუკავშირდეს პოლიციას, გააგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება და რაც მთავარია, ეს ყველაფერი გააკეთოს მოძალადისგან ფარულად“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner