logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: თუ მეუღლე მოითხოვს, რომ ქმარმა ციხიდან არ დაურეკოს, ის მას აღარ დაურეკავს
- +

18 აპრილი. 2018. 00:45

 

 

სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა „იმედის“ ეთერში ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმადაც, თუ მეუღლე მოითხოვს, რომ ქმარმა ციხიდან არ დაურეკოს, ის მას აღარ დაურეკავს.

 

„ჩვენთან ხშირად შემოდიან განცხადებით ქალბატონები, რომლებიც გვთხოვენ, იქნებ გააკონტროლოთ, რომ ამ ადამიანმა არ დამირეკოს, არ შემაწუხოს, რადგან მემუქრება და მაშინებსო. თუმცა სატელეფონო ზარის ასაკრძალად არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტი. ჩვენ ალბათ, ძალიან მალე შევალთ საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით, სადაც დავხვეწთ ამ საკითხებსაც, რომ თუ იქნება კონკრეტულად ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, ამ ნომერზე, რომელიც ეკუთვნის ყოფილ მეუღლეს, ან მოქმედ მეუღლეს, რომელსაც არ სურს, რომ ქმარმა დაურეკოს, ის აღარ დაურეკავს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner