logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი შეწყალების კომისიას მსჯავრდებულებთან გასაუბრებას ურჩევს
- +

18 აპრილი. 2018. 00:58

 

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი პრეზიდენტის შეწყალების კომისიას ურჩევს მის სამინისტროში არსებული პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის გამოცდილება გაიზიაროს და როცა საქმე ძალადობრივ დანაშაულს ეხება, შესაწყალებელ პირს პირდაპირი წესით მოუსმინოს.

 

„ჩვენ დავნერგეთ ზეპირი მოსმენები მსჯავრდებულებთან იმიტომ, რომ ძალიან რთულია მიიღო გადაწყვეტილება პიროვნების გათავისუფლებაზე მაშინ, როდესაც გაქვს მხოლოდ რამდენიმე ფურცელი და მეტი წარმოდგენა არ გაქვს თავად ადამიანზე. წინა წელს ჩვენ 700 ადამიანი გავიყვანეთ ზეპირ მოსმენაზე. ეს ხდება ისე, რომ პირდაპირ გადის მსჯავრდებული, ხვდება კომისიის წევრებს, კომისიის წევრები მას ცოცხლად ესაუბრებიან დანაშაულის ხასიათზე, სიმძიმეზე, აღიარებს თუ არა დანაშაულს და ასე შემდეგ. ეს განსაკუთრებით ხდება იმ დანაშაულებზე, რომელიც მიეკუთვნება ძალადობრივ დანაშაულს. ცუდი არ იქნება, თუ პრეზიდენტის შეწყალების კომისია დანერგავს ამ მეთოდს და ძალიან ბევრი რისკი იქნება თავიდან აცილებული“, - განაცხადა კახიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner