logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია იგორ გიორგაძეს: სათქმელი ბოლომდე უნდა ითქვას, თორემ...
- +

18 აპრილი. 2018. 11:57

 

 

 

„გაზეთ „სოვერშენნო სეკრეტნოში“ ხუნტის უშიშროების ყოფილი მინისტრი საუბრობს საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის შესახებ და იხსენებს სატელეფონო საუბარს ხუნტის მთავარ ჯალათთან შევარდნაძესთან...“ - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი შონია და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„იგორი ეუბნება, რომ სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში, დაზუსტებით იცის, სადაც, დევნილი პრეზიდენტი იმყოფება და შეუძლია, სპეცდანიშნულების რაზმით აიყვანოს ზვიად გამსახურდია, რაზეც შევარდნაძე ცინიკურად პასუხობს, რომ: მერე სუფრით და პურ-მარილით დავხვდეთ თბილისშიო, შემდეგ კი ირიბად მიუთითებს, რომ მას ცოცხალი გამსახურდია არ სჭირდება... ის, რასაც საგაზეთო ინტერვიუში საუბრობს გიორგაძე, ადრეც განუცხადებია მედიასაშუალებების მხრიდან... მისი ინტერვიუები წააგავს შევარდნაძეზე განაწყენებული ადამიანის პოზიციას, ვინაიდან მხოლოდ ერთ ვიწრო ფაქტს ავითარებს და არაფერს საუბრობს იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის მკვლელობის საქმეში შევარდნაძე მარტო არ ყოფილა და მის ქვედა რგოლებს და სადამსჯელო სტრუქტურებს ხელს აფარებს... სხვა ადამიანების დასახელებას არ ახდენს, ხოლო როდესაც, თუნდაც არაოფიციალურ საუბრებში, ეკითხებიან, რა მოხდა ძველ ხიბულაში, აცხადებს, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია... ასე რომ, ბ-ნო იგორ, თქვენ ყველაზე უკეთ მოგეხსენებათ, რა ვითარებაში დაიღუპა საქართველოს პრეზიდენტი და სათქმელი ბოლომდე უნდა ითქვას, თორემ მარტო შევარდნაძეზე საუბრით პირადად ჩემთვის, დიდ შთაბეჭდილებას ვერ ახდენთ!“ - წერს შონია.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner