„ერთი, კარგად უნდა მივიხედ-მოვიხედო, რამდენი ალისტრახო დადის, უნდა მოვიკითხო, კიდევ ხომ არ მიპირებენ საიტის წართმევას, უნდა გავარკვიო, ქურციკიძეს და აბდალაძეს ახალ „სროკზე“ ხომ არ უშვებენ...“ - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი და „freedom house“-ის ანგარიშს ეხმიანება:
„ე.ი. „ფრიდომ ჰაუსი“ ამტკიცებს, რომ დღეს მედია იმავე სიტუაციაშია, როგორც 2009-2012 წლებში.
ანუ, არბევენ და ისაკუთრებენ მედიასაშუალებებს, აშანტაჟებენ და აპატიმრებენ ჟურნალისტებს...
ერთი, კარგად უნდა მივიხედ-მოვიხედო, რამდენი ალისტრახო დადის, უნდა მოვიკითხო, კიდევ ხომ არ მიპირებენ საიტის წართმევას, უნდა გავარკვიო, ქურციკიძეს და აბდალაძეს ახალ „სროკზე“ ხომ არ უშვებენ...
რამდენადაც ვიცი, „ფრიდომ ჰაუსს“ ინფორმაციას კაპიტანი ეკა გიგაური და მისი ერთგული ეფრეიტორები აწვდიან...
საინტერესო იქნებოდა ნინო ლომჯარიას კომენტარის მოსმენა და შემდეგ მათი ბოდიშების მოსმენაც, ვინც ნინო ლომჯარია გააომბუდსვუმენა.
და, კიდევ, იმ ჟურნალისტების აზრიც მაინტერესებს, 2009-2012 წლებში ხალხი სირცხვილის დერეფნებში რომ ატარებდა“, - წერს იაკობაშვილი.