ერევნის ცენტრში აქციის მონაწილეებს აკავებენ. დემონსტრანტები საფრანგეთის მოედნის მიმდებარე ქუჩებს ბლოკავენ, თუმცა სამართლდამცველები ქუჩების გახსნას აანონსებენ.
დილიდან აქციის მონაწილეებმა პრემიერის რეზიდენციისკენ მოაწყვეს მსვლელობა, თუმცა ტერიტორია მალევე დატოვეს.
ამასთან, აქციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი მოუწოდებს მონაწილეებს, ქუჩების გადაკეტვის დროს არანაირი ნივთები არ გამოიყენონ.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები სომხეთში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ქუჩაში გამოსული ხალხი პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებს.