logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

23 თებერვალი. 2016. 10:49


„ადვოკატთა ალიანსის" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

 

პრინციპულად მიუღებელია, რომელიმე საგამოძიებო ორგანოს მუშაობით უკმაყოფილების გამო მოვითხოვოთ ახალი საგამოძიებო ორგანოებისა და სტრუქტურების შექმნა. დღეს კიდევ ერთხელ გახმოვანებული ინიციატივის რეალური აღწერა სწორედ ეს გახლავთ.

 

ბუნებრივია, უნდა ვაღიაროთ პრობლემის არსებობა და მისი აღმოფხვრის პრაქტიკულ, შედეგზე ორიენტირებულ გამოსავალზეც უნდა ვიმსჯელოთ.

 

თუ ობიექტურობის უზრუნველყოფას ვცდილობთ და არ ვენდობით პროკურატურას, მაშინ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობას სხვა ორგანო ვერ უზრუნველყოფს. თუ კონტროლის მექანიზმის დახვეწას - მაშინ აქტუალური ხდება კითხვა, ვინ გამოიძიებს თავად ამ ორგანოს წარმომადგენელთა არამართლზომიერ ქმედებებს?

 

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ უმჯობესია უკვე არსებული მექანიზმის მკაცრი მონიტორინგი. უფრო მეტიც - მისი გაძლიერება. არ გამიგია, ვინმე ანალოგიურად დაინტერესებულიყო, რამდენი პროკურორი თუ გამომძიებელი ყავს სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს პროკურატურაში. შეუძლია თუ არა მას, არსებული რესურსით უზრუნველყოს იმ მიზნების და ამოცანების შესრულება, რაც ახალი საგამოძიებო ორგანოს სამომავლო, მთავარ ფუნქციად მიგვაჩნია, -  თუ არა, მაშინ იქნებ რეალისტურად გვეფიქრა, საბიუჯეტო სახსრებიც დაგვეზოგა და ახალი ველოსიპედის გამოგონებას, არსებული საგამოძიებო ორგანოს დახვეწისა და  განვითარების გზით მისაღწევ შედეგებზე გვეზრუნა", - ნათქვამია განცხადებაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner