„BBC"-ის ცნობით, ნორვეგიამ რუსეთთან საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ქვეყნის იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ.
ნორვეგიის მთავრობის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, გადაწყვეტილია, კედელი ნორვეგია-რუსეთის საზღვრის სტურსკუგის მონაკვეთზე აშენდეს. საუბარია 3,5 მეტრის სიმაღლის 200 მეტრის სიგრძის კედელზე. იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ამით ნორვეგიას სურს აჩვენოს, რამდენად სერიოზულად იცავს შენგენის შეთანხმებას.
რუსეთთან საზღვარზე კედლის აღმართვას ესტონეთიც გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტში შესაბამისი თანხებიც არის გამოყოფილი.