საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მეკარის აკაკი დევიძის ოჯახი დახმარებას ითხოვს.
აკაკი დევიძის მდგომარეობა 2015 წლის ოქტომბრიდან გაუარესდა. ვეტერანი ფეხბურთელი მესამე კვირაა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. მისი მეუღლის მანონი დევიძის განცხადებით, ღვიძლის ოპერაციისთვის დონორები არ გამოადგათ.
„სამი დონორი გვყავდა და, სამწუხაროდ, არცერთი არ გამოგვადგა. გთხოვთ ყველას, დაგვეხმაროთ. აკაკის მდგომარეობა დამძიმდა, მას გადაადგილება ძალიან უჭირს. ლოდინის დრო აღარ არის. გვჭირდება ღვიძლის დონორი, პირველი ჯგუფის სისხლის მქონე", -განაცხადა მანონი დევიძემ.
ვეტერანი ფეხბურთელის დასახმარებლად არაერთი საქველმოქმედო აქცია გაიმართა, დევიძის გადასარჩენად თანხა გაიღო საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ქვეყნის ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ.
დახმარების მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე 555 44 59 13. დონორობის მსურველებს ოჯახი ანაზღაურებას სთავაზობს.