ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე, სოფელ ფლავისმანის განაპირას, შეიარაღებული ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული ადგილობრივი მცხოვრები თამაზ ილურიძე გაათავისუფლეს, - ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, რომ ილურიძე გუშინ, იმ დროს დააკავეს, როცა პირუტყვს მწყემსავდა.
არსებული ინფორმაციით, ილურიძე თანასოფლელთან, გელა გიუნაშვილთან ერთად პირუტყვს მწყემსავდა, როდესაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. გიუნაშვილმა გაქცევა მოახერხა და მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა.