logo_geo
eng_logo
სოფელ ფლავისმანის განაპირას, ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული თამაზ ილურიძე გაათავისუფლეს
- +

18 აპრილი. 2018. 16:59

 

ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე, სოფელ ფლავისმანის განაპირას, შეიარაღებული ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული ადგილობრივი მცხოვრები თამაზ ილურიძე გაათავისუფლეს, - ინფორმაცია  „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

 

შეგახსენებთ, რომ ილურიძე გუშინ, იმ დროს დააკავეს, როცა პირუტყვს მწყემსავდა.

 

არსებული ინფორმაციით, ილურიძე თანასოფლელთან, გელა გიუნაშვილთან ერთად პირუტყვს მწყემსავდა, როდესაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. გიუნაშვილმა გაქცევა მოახერხა და მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner