logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: კანონპროექტი შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს კრიმინალურ მენტალიტეტს
- +

18 აპრილი. 2018. 18:07

 

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონში და „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს კრიმინალურ მენტალიტეტს.

 

 

„რაც შეეხება კანონპროექტს, დღეს მესამე მოსმენით დასრულდება აღნიშნული კანონპროექტის განხილვა. ეს კანონპროექტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც გაცილებით ეფექტური გახდება ჩვენი საქმიანობა ამ მიმართულებით და გამკაცრდება ბრძოლა „ქურდული სამყაროს“ და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. კანონის მიხედვით, არა მარტო მკაცრდება სანქციები, არამედ ის შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს ე.წ. კრიმინალურ მენატალიტეტს, რომელიც არის ჩვენი მომავალი თაობის პრობლემა, რომელიც არის ეკონომიკის და ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი და რომელთან ბრძოლაც არის პრიორიტეტი“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner