ქართული არმიის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„დღეს ქართულ არმიას 25 წელი უსრულდება. დღეს, 25 წლისთავზე, არმია ზოგისათვის წარსულია, ზოგისთვის აწმყო, ზოგისთვის მომავალი, ზოგისათვის ბედისწერა და ზოგისათვის ცხოვრება მთლიანად. ხოლო გამორჩეულთათვის ქართული არმიის 25 წელი საქართველოსთვის ზვარაკად მიცემული საკუთარი სიცოცხლეა. გილოცავთ ყველას, ვისაც ღმერთმა მოგმადლათ იღბალი ქართულ არმიაში გემსახურათ, ვინაც იმდენად ყვარებიხართ განგებას რომ საქართველოსათვის ბრძოლის ბედნიერება განგაცდევინათ. მათ სულებსაც ვულოცავ ვინც ბრძოლაში გაიწირა. ამაღამ ისინიც ჩვენთან იქნებიან. მაშ სულის მხნეობა შეიძინეთ ქართველებო და იმედით უყურეთ მომავალს. საქართველო ჩვენი სამშობლოა. საქართველო ჩვენ უნდა დავიცვათ. ჩვენზე უკეთესად ვერავინ, ვეღარასოდეს ვერ შეძლებს ამას", - წერს დავით თევზაძე.