საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„არ მახსენდება შემთხვევა საქართველოს საპარლამენტო ისტორიაში მინისტრი საკუთარი სურვილით და ინიციატივით მოდიოდეს პარლამენტში. მსგავსი ინიციატივისთვის პროცედურა რეგლამენტშიც კი არ არის გაწერილი. მომწონს მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილება. ბატონო მინისტრო, გელოდებით პარლამენტში“, - წერს გოგიჩაიშვილი.