logo_geo
eng_logo
ოთარ ჩრდილელი: 5️0️ მეტრის სიგრძის გვირაბი გაკეთდება, რომელიც რკინიგზის მაგისტრალის ქვეშ გაივლის
- +

18 აპრილი. 2018. 22:26

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზა-გამტარის მშენებლობა.

 

აღნიშნული პროექტის დასრულებას დაახლოებით, 3-4 თვე დასჭირდება...

 

5️0️ მეტრის სიგრძის გვირაბი გაკეთდება. გვირაბი რკინიგზის მაგისტრალის ქვეშ გაივლის.

 

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე: „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, ამ პროექტზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. ჩემი დაპირება იყო, რომ მას აუცილებლად გავაკეთებდით. სამუშაოები უკვე დაწყებულია და მისი ღირებულება, დაახლოებით, 2 300 000 ლარია.“

 

ადრე შემოვლითი გზით ერთმანეთთან დასაკავშირებლად, ადგილობრივ მოსახლეობას შვიდი კილომეტრით მეტი გზა უნდა გაევლო, ️ახლა კი, გზები ერთმანეთს დაახლოებით, 50 მეტრის სიგრძის გვირაბით დაუკავშირდება“, - წერს ჩრდილელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner