საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზა-გამტარის მშენებლობა.
აღნიშნული პროექტის დასრულებას დაახლოებით, 3-4 თვე დასჭირდება...
5️0️ მეტრის სიგრძის გვირაბი გაკეთდება. გვირაბი რკინიგზის მაგისტრალის ქვეშ გაივლის.
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე: „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, ამ პროექტზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. ჩემი დაპირება იყო, რომ მას აუცილებლად გავაკეთებდით. სამუშაოები უკვე დაწყებულია და მისი ღირებულება, დაახლოებით, 2 300 000 ლარია.“
ადრე შემოვლითი გზით ერთმანეთთან დასაკავშირებლად, ადგილობრივ მოსახლეობას შვიდი კილომეტრით მეტი გზა უნდა გაევლო, ️ახლა კი, გზები ერთმანეთს დაახლოებით, 50 მეტრის სიგრძის გვირაბით დაუკავშირდება“, - წერს ჩრდილელი.