„თქვენ, ბატონო გიორგი, ქურდების, მკვლელების, ბანდიტებისა და ყაჩაღების პრეზიდენტი ხართ! გადადექით!!“ - ამის შესახებ ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ, რომ ღირსეული და თავმოყვარე ერი ვიყოთ, ახლა, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს უნდა ვმართავდეთ...
საინტერესოა, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული, ეს კიდევ მერამდენე მკვლელია, ციხიდან გამოსვლისთანავე, იმაზე მეტად სასტიკი დანაშაული რომ ჩაიდინა, ვიდრე მას, ადრე ჰქონდა ჩადენილი?!...
ბოლოს და ბოლოს, ეს გულუბრყვილო და ვითომც, სირინოზის ეფექტისა და ჰაბიტუსის მქონე არაკაცი, რომელსაც ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ჰქვია და რომელიც ქართველმა ერმა, ბიძინა ივანიშვილის ხათრით აირჩია, უცებ, რატომ გახდა, ქურდების, მკვლელების, ბანდიტებისა და ყაჩაღების პრეზიდენტი?.... მან, უბრალო და უმნიშვნელო დანაშაულის ჩამდენნი კი არა, სულ მამალი დამნაშავეები, მკვლელები და ყაჩაღები გამოუშვა ციხიდან... წესით და რიგით, სამართალდამცავები ყველა იმ ადამიანის ცხოვრების წესით უნდა დაინტერესდნენ და გააკონტროლონ კიდეც, ყველა მათგანის ყოველდღიური ქმედებები... ყველა ის ხალხი, ვინც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეიწყალა და გაათავისუფლა ციხიდან, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს... კიდევ, რომ არ გავხდეთ იმ სისასტიკის მომსწრენი, რაც რამდენიმე დღის წინ, ბარნოვის ქუჩაზე მოხდა...
ახლა გამოვა, ეს გაიძვერა, ფლიდი მარგველაშვილი და სხვას გადააბრალებს მის გაკეთებულ ბოროტებას...
პასუხი გაეცით მარგელაშვილო, იმ ორ მცირეწლოვან ბავშვს, რომლებსაც თქვენმა შეწყალებულმა სადისტმა, დედა თვალწინ წამებით მოუკლა. პასუხი გაგვეცი ბატონო პრეზიდენტო. მე პირადად კი, დაუფარავად ხმამაღლა ვაცხადებ, რომ თქვენ არ ხართ ჩემი პრეზიდენტი, თქვენ ქურდების, მკვლელების, ბანდიტების და ყაჩაღების პრეზიდენტი ხართ!
პრეზიდენტო, გადადექით!“ - წერს ლიპარტელიანი.