logo_geo
eng_logo
ოთარ ჩრდილელი: ნურც მიშას ენდობით და ნურც ოთარს, საკუთარ თვალებს ენდეთ!
- +

18 აპრილი. 2018. 23:48

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დენდრო-პარკი...

 

მოკლედ კარგა ხანია, მეცოცხეებს და მათ ანგაჟირებულ თუ ალტრუისტ რუპორებს დაჩემებული აქვთ: ივანიშვილმა დაგვტოვა ხის გარეშე აჭარაში, სამეგრელოში და ა.შ.

 

ბოლოს უპასპორტო, სამშობლო და პოლიტ-ორიენტაცია დაკარგული, უკრაინელ პოლიტიკოსად კონვერტირებული, სააკაშვილი ახალ მთვარესავით გამოჩნდა.

 

მიშა-ბრძენმა დაასკვნა: ხეებიო სამკურნალოდ სჭირდება ბიძინასო. ჩაისისინა...

 

მკურნალობა ვისაც ჭირდება და ვერ ეშველა კი ხედავს მსოფლიო: თბილისიდან დაწყებული კიევით დამთავრებული...

 

მოკლედ უყურეთ სიუჟეტს და ნურც მიშას ენდობით და ნურც ოთარს, საკუთარ თვალებს ენდეთ!

 

მომავალ წელს საქართველოში, პლანეტის ერთ-ერთი უძლიერესი დენდროპარკი გვექნება შეკვეთილში, რომელიც 5 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გადაჭიმული:

 

ევკალიპტები,

კედრები,

მაგნოლიები,

ბამბუკის ტყე,

პალმების ბულვარი

ხელოვნური ტბა,

შადრევნები

100-მდე გადარგული ხე

2 ათასზე მეტი უნიკალური ხე იტალიიდან ჩამოიტანა!!!

 

ახლა გავარკვიოთ, იმ ამოთხრილი ხეების მაგივრად რას აკეთებს ან უკვე რა გააკეთა ივანიშვილმა?

ბოდიში დეტალურად ვერ ჩამოვთვლი იმდენია, ზედაპირულად გეტყვით:

 

გზები,

განათება,

საბავშვო ბაღი,

გაზი,

სანიაღვრე არხები.

საფეხმავლო ბილიკები,

ოჯახებმა კომპენსაცია მიიღეს, დასაქმებულია ადგილობრივები,

1 მოჭრილი ხის ნაცვლად რამოდენიმე ათეული ხე ირგვება!!!

 

P.S. ბიძინა ივანიშვილზე ამბობს ნაცმოძრაობა, რომ ხეების გადატანას ბიუჯეტის ფულებით აკეთებსო, ასეთი პრიმიტიული ტყუილებისთვის-უკვე მეხიც დაცემული გაქვთ და მეტეორიც.

 

P.P.S. ბრიყვნი“, - წერს ჩრდილელი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner