logo_geo
eng_logo
ინგა გრიგოლია: არ შეიძლება, ხალხო, თუნდაც ერთი დამატებითი დღე ვაჩუქოთ მოძალადეს!
- +

19 აპრილი. 2018. 00:45

 

 

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს:

 

„ეხლა მე გეტყვით ჩემს აზრს, რატომ არ შეიძლება ძალადობაზე დაჭერილი კაცის შეწყალება, თუნდაც ერთი თვე რომ აქვს დარჩენილი გათავისუფლებამდე. იმიტომ რომ არც ერთ კაცს ამ ქვეყანაზე არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა და მოლოდინი, რომ თუ ქალზე იძალადებს, თუ ოჯახის წევრს ფიზიკურად შეურაცხყოფს, ვინმე როდესმე გადახედავს მის სასჯელს! ნებისმიერი მოძალადის შეწყალება სხვებსაც გაუჩენს იმ განცდას, რომ თუ ძალადობის გამო დაიჭერენ, მერე იჩალიჩებს და შეუმცირდება სასჯელი! არც ერთი შემთხვევა არ უნდა იყოს გადახედილი!

 

P.s-არანაირი პოლიტიკური კამპანიის მონაწილე რომ არ ვარ პრეზიდენტის წინააღმდეგ, აქვე მაინც გავუსვამ ხაზს. არ შეიძლება, ხალხო, თუნდაც ერთი დამატებითი დღე ვაჩუქოთ მოძალადეს! დღეს ქალი მეჯდა ეთერში, ქმარმა ორჯერ დამჭრაო და სანამ ციხიდან გამოვა, როგორმე ქვეყნიდან უნდა გავიქცე 7 წლის ბავშვითო! ეს უმძიმესი თემაა და არც ერთი წამით არ დაუტოვოთ მოძალადეების იმის იმედი, რომ ვადამდე ადრე დააღწევენ თავს ციხეს!“ - წერს გრიგოლია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner