logo_geo
eng_logo
რუსეთში Facebook-ი შესაძლოა წლის ბოლომდე დაბლოკონ
- +

19 აპრილი. 2018. 02:15

 

 

რუსეთის ხელისუფლებამ წლის ბოლომდე შესაძლოა Facebook-ი დაბლოკოს. ამის შესახებ Euronews-ი უწყება.

 

ეს საკითხი „როსკომნადზორის“ შემოწმების შედეგების შემდეგ გადაწყდება, თუ სოციალური ქსელი მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა ალექსანდრ ჟაროვმა განაცხადა.

 

კერძოდ, საუბარია რუსეთის მოქალაქეების მონაცემების რუსეთის სერვერებზე გადატანასა და ყველა იმ ინფორმაციის წაშლაზე, რომელსაც რუსეთის მთავრობა აკრძალულად მიიჩნევს.

 

18 აპრილს ცნობილი გახდა, რომ Google-მა და Amazon-მა შესაძლოა რუსეთში საქმიანობა შეწყვიტონ. ამის მიზეზი კი რუსეთში messenger Telegram-ის დაბლოკვა გახდა, რომელიც Google-სა და Amazon-ის რესურსებს იყენებდა.

 

13 აპრილს რუსეთში Telegram-ი დაბლოკეს. ამ ქსელის აქტიური მომხმარებლების რიცხვმა 200 მილიონს გადააჭარბა.

 

Telegram-ი ეგრეთ წოდებული კროსპლატფორმული messenger-ია , რომლითაც მომხმარებლები შეტყობინებებს და სხვადასხვა ფორმატის მედიაფაილებს ცვლიან. მისი მთავარი დამფინანსებელი პაველ დუროვია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner