logo_geo
eng_logo
ამერიკული ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები საქართველოში ინვესტიციების ჩადებით დაინტერესდნენ
- +

30 აპრილი. 2016. 11:43


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს. ამერიკული ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები დაინტერესდნენ ინვესტიციების ჩადებით კონკრეტულ სფეროებში, როგორიც არის ჯანდაცვა, ტრანსპორტი, ფინანსები.



პრემიერ-მინისტრმა მათ მთავრობის რეფორმების გეგმა გააცნო და მომავალ გეგმებზე ისაუბრა.



შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც წამყვანი რეფორმატორი ქვეყნის დიდ პოტენციალს", - განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.



ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრას 15-ზე მეტი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენელი დაესწრო.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner