logo_geo
eng_logo
თელავის თეატრის სპექტაკლი „კაცია - ადამიანი?!“ - კახელების დიდი პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში
- +

ავტორი მაია კახიძე

19 აპრილი. 2018. 11:51

 

 

თელავი-თბილისი ანუ „შენ გენაცვალე, კახეთო!“

კახელების დიდი პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

ჩემმა თელაველმა მეგობრებმა დამპატიჟეს და მეც დიდი სიხარულით და პატივისცემით მივაშურე მარჯანიშვილის თეატრს. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრის მსახიობთა ბრწყინვალე თამაშმა გულწრფელად აღგვაფრთოვანა. თბილისელმა მაყურებელმა სრულიად განსხვავებული ლუარსაბი და დარეჯანი იხილა.

 

ილია ჭავჭავაძის გამორჩეული მოთხრობა „კაცია - ადამიანი?“ ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ლევან (ჭოლა) წულაძემ თელავის თეატრში მეტად რომანტიული და სიყვარულით გაჯერებული სპექტაკლი დადგა. ვანო იანტბელიძის ლუარსაბი შეყვარებული კაცია თავის დარეჯანში, მანანა აბრამიშვილის დარეჯანი - თავის ლუარსაბში, ნონა ხუმარაშვილის ლამაზისეული კი, რაც კი ოდესმე მინახავს, მართლაც ყველა ლამაზისეულისგან გამოირჩევა, ისევე, როგორც ვანო იანტბელიძის ლუარსაბი და მანანა აბრამიშვილის - დარეჯანი.

 

სპექტაკლში ორი ლუარსაბი და ორი დარეჯანია. ძალიან კარგები იყვნენ დათა ხუნაშვილი და მარიამ მაისურაძე, ეთერ ბაბილაშვილი და ნინო კურტანიძე...

 

...გარეთ თბილი თბილისური საღამო იდგა და სპექტაკლის შემდეგ გამოსული მაყურებელი სწორეთ სიყვარულზე საუბრობდა, იმ სიყვარულზე, რაც ლევან წულაძემ, ვანო იანტბელიძემ, მანანა აბრამიშვილმა და სხვა მსახიობებმა დაგვანახეს, შემოგვძახეს და დაგვაფიქრეს....

 

ერთმა ფრთიანმა ფრაზამ კი საუცხოო გუნებაზე დამაყენა, ფრაზამ, რომელსაც თავადაც ხშირად ვიმეორებ ხოლმე: „შენ გენაცვალე, კახეთო!“.

 

სწორედ ეს ფრაზა ალამაზებს მთლიანად სპექტაკლს და თითოეულ პერსონაჟს. ფრაზა, რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში ისმის სცენიდან.

 

ჰოდა, თქვენ გაგიმარჯოთ, ჩემო მეგობრებო! გილოცავთ პრემიერას! ვულოცავ მთელ დასს, პაატა გულიაშვილს, თელაველებს, თეატრალურ სამყაროს ამ საუცხოო სპექტაკლს. თბილისელი მაყურებელი დიდი სიყვარულით და დიდხანს უკრავდა ტაშს თელაველ მსახიობებს და ეს მართლაც სიყვარულის, აპლოდისმენტების და ყვავილების ნამდვილი ზეიმი იყო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner