logo_geo
eng_logo
უმაღლესი ლიგის 27-ე ტურის პრევიუ
- +

30 აპრილი. 2016. 12:07


30 აპრილს საქართველოს უმაღლესი ლიგის 27-ე ტურის მატჩები გაიმართება. ჩემპიონობა ჯერ კიდევ გასულ უქმეებზე გაიფორმა თბილისის „დინამომ", რომელიც მეორეადგილოსან „სამტრედიას" 13 ქულით უსწრებს. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ინტრიგას ჯერ კიდევ ინარჩუნებს - გუნდები ევროპა ლიგის საგზურებისთვის ბრძოლას განაგრძობენ.


ტურის ცენტრალური დაპირისპირება „ეროსი მანჯგალაძეზე" გაიმართება, სადაც „სამტრედია" თბილისის „დინამოს" მიიღებს. მესამე ადგილზე მყოფი „დილა" „მიხეილ მესხზე" „ლოკომოტივს" დაუპირისპირდება. გორელები ევროსაგზურისთვის იბრძვიან, თბილისელები კი - უმაღლეს ლიგაში დასარჩენად.


ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში დარჩენისთვის უმნიშვნელოვანესი ქულების მოსაპოვებლად აუტსაიდერები დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. „მერანი" „კოლხეთს" უმასპინძლებს, „ზუგდიდი" - „საბურთალოს", ბათუმის „დინამო" კი „საპოვნელას" ესტუმრება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner