აშშ-მა და რუსეთმა სამშვიდობო გეგმა შეათანხმეს. შეთანხმების მიხედვით სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 27 თებერვლიდან შევა ძალაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სირიის სამშვიდობო შეთანხმების პირობები ტელეფონით განიხილა.
„აშშ და რუსეთი გამოდიან ინიციატივით, სამხედრო მოქმედებები შეწყდეს დამასკოს დროით, 2016 წლის 27 თებერვლის 00:00 საათიდან. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა უნდა შეეხოს სირიის კონფლიქტის იმ მხარეებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შეთანხმებას და მიიღეს მისი პირობები", - ნათქვამია აშშ-ისა და რუსეთის ერთობლივ განცხადებაში. განცხადების ტექსტს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტმა სისხლისღვრის შეჩერებისკენ შეთანხმებას რეალური გადადგმული ნაბიჯი უწოდა:
„რუსეთი ჩაატარებს აუცილებელ სამუშაოებს დამასკოსთან, მოსკოვი იმედოვნებს, რომ აშშ ანალოგიურ სამუშაობს მის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფებთან გამართავს. ამერიკელი და რუსი სამხედროები ერთობლივად მონიშნავენ რუკებზე იმ ტერიტორიებს, სადაც შეწყდება ავიადარტყმები", - განაცხადა პუტინმა.