logo_geo
eng_logo
სენტ-კიტსის და ნევისის დროშით მცურავმა გემმა ბათუმის ნავსადგურში ნავთობპროდუქტები ჩაღვარა
- +

30 აპრილი. 2016. 12:24


საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. სენტ-კიტსის და ნევისის დროშით მცურავმა გემმა ბათუმის ნავსადგურში ნავთობპროდუქტები ჩაღვარა.



გემის კაპიტანს დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის ოდენობით. ასევე დაანგარიშებული იქნა გარემოსთვის მიყენებული ზიანი.



სამართალდამრღვევმა საქართველოს ტერიტორიული წყლები ჯარიმისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner