logo_geo
eng_logo
შსს: ოჯახში მოძალადეების ნაწილს ელექტრონულ სამაჯურს გაუკეთებენ
- +

19 აპრილი. 2018. 23:46

 

 

„ელექტრონული სამაჯურს გავცემთ იმ მოძალადეებზე, რომლებიც წარმოადგენენ მაღალი რისკის შემცველს, და იქ, სადაც სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე არსებობს. ყველას მიმართ ეს არ იქნება გამოყენებული. ამის შეფასება მოხდება რისკის შეფასების ინსტრუმენტით, რომლის დანერგვასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე შემდეგი თვიდან გეგმავს“ ,- ამის შესახებ შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორდაიამ „პალიტრა ნიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი” განაცხადა. აღნიშნულ საკითხზე შსს მთავრობის ადმინისტრაციასა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს. თოლორდაიას თქმით, ელექტრონული სამაჯურების სისტემის დანერგვას 2018 წლის ბოლოს აპირებენ.

 

„რისკის შეფასების ინსტრუმენტი არის კითხვების, საკითხების ჩამონათვალი, რომელიც აუცილებლად უნდა გაარკვიოს გამომძიებელმა კონფლიქტის ადგილზე და მიღებული შედეგებიდან გამომდინარე მან რისკი უნდა შეაფასოს, ხვალ და ზეგ რა არის მოსალოდნელი ამ მოძალადისგან: არის ის მაღალი, საშუალო თუ დაბალი საშიშროების შემცველი. სამაჯურის გამოყენების საკითხიც ამ რისკის შეფასების დონეზე იქნება დამოკიდებული”, - განაცხადა ლონდა თოლორდაიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner