logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: შეწყალების კომისია ხარისხობრივად არადამაკმაყოფილებლად მუშაობდა
- +

19 აპრილი. 2018. 23:46

 

 

„შარშან პრეზიდენტმა 800-ზე მეტი პირი შეიწყალა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ყველა სამუშაო დღეს გავითვალისწინებთ, კომისიის თითოეული წევრი დღეში სამ-ოთხ საქმეს უნდა გაცნობოდა, რაც ფიზიკურად შეუძლებლად მიმაჩნია“, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების სამსახურის უფროსმა, ირაკლი სესიაშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. მისი თქმით, მმართველი პოლიტიკური ძალის კრიტიკის უკან შინაარსი დგას.

 

„ვთვლი, რომ შეწყალების კომისია ხარისხობრივად არადამაკმაყოფილებლად მუშაობდა. რა თქმა უნდა, შეწყალების მექანიზმი უნდა არსებობდეს, შეწყალება პრეზიდენტის უფლებაა და ამ უფლების წინააღმდეგ არავინ გამოდის, მაგრამ შეწყალების კომისიის საქმიანობაზე გადახედვისას კითხვები ჩნდება.

 

დამდგარი სამწუხარო შედეგები სწორედ შეწყალების კომისიის არაეფექტური საქმიანობიდან გამომდინარეობდა. კრიტიკის შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ კომისიამ არსებული მოცემულობა ადეკვატურად უნდა შეაფასოს და პასუხისმგებლობაც გაიზიაროს.

 

ჩვენთვის, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალისთვის, მნიშვნელოვანია არა კრიტიკა, არამედ ის, რომ შეწყალების უფლებით სარგებლობისას პრეზიდენტი და მასთან არსებული შესაბამისი კომისია გარკვეულ კრიტერიუმებს ეყრდნობოდეს. ეს კრიტერიუმები საერთო სახელმწიფო ხედვასთან მაქსიმალურად უნდა იყოს თანხვედრაში.

 

ამიტომ, სასურველია, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ და პრეზიდენტმა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ თუ ასეთი კომისია იარსებებს და იმუშავებს, რაც ასეც უნდა იყოს, ის ადეკვატურ კრიტერიუმებს დაეყრდნოს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner