logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: რუსული პოლიტიკა საქართველოში ფეხს ვერასდროს მოიკიდებს!
- +

19 აპრილი. 2018. 23:54

 

 

„დახურულმა სხდომამ კონსტრუქციულად და მშვიდად ჩაიარა, რადგან ოპოზიციამ პროცესის პოლიტიკურ შოუდ გადაქცევა ვერ შეძლო და შესაბამისად, შეხვედრას ოპოზიციის მხოლოდ ოთხი-ხუთი დეპუტატი ესწრებოდა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების სამსახურის უფროსმა, ირაკლი სესიაშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ პარლამენტში სუს-ის ანგარიშის წარდგენის შესახებ განაცხადა.

 

„სხდომაზე რთულ და ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ღიად საუბარი შევძელით, რამაც ღირებული ინფორმაცია მოგვცა, რათა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მზად ვიყოთ.

 

კარგად ვიცით, რუსეთმა წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რაც გააკეთა. კარგად ვხედავთ ოკუპაციას და ოკუპაციის პირობებში ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის, აფხაზებისა და ოსების მიმართ მოპყრობას. კარგად გვახსოვს ომები და ჩვენი დაღუპული ჯარისკაცები, თუ მშვიდობიანი მოსახლეობა. ამიტომ, ვერ წარმომიდგენია, ვინმემ გაბედოს და ჩვენ ქვეყანაში რბილი ძალის ენით ღიად, საჯაროდ გვესაუბროს. ამ ქმედებების გათვალისწინებით, რუსეთი და რუსული პოლიტიკა საქართველოში ფეხს ვერასდროს მოიკიდებს“, – განაცხადა სესიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner