logo_geo
eng_logo
„აშშ-ს ადმინისტრაცია მხარს უჭერს კვირიკაშვილის ხელისუფლებას“
- +

30 აპრილი. 2016. 12:46


ექსპერტ ირაკლი ზარქუას განცხადებით, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრამ ცხადყო, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია მხარს უჭერს გიორგი კვირიკაშვილის ხელისუფლებას.


პრემიერის ვიზიტი აშშ-ში, მისი პრემიერობის ოთხი თვის თავზე და შეხვედრა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია ბაიდენის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ამერიკა საქართველოს მიიჩნევს, როგორც ლიდერს რეგიონში. ამერიკა მზადაა მხარი დაუჭიროს ეკონომიკის განვითარებას, ჩაერთოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, წამყვანი როლი შეასრულოს და წვლილი შეიტანოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების პოტენციალის ამაღლების კუთხით. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანი იყო ასეთი განცხადებები, რადგან ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჩვენი ძირითადი პარტნიორი - ამერიკა, მხარს უჭერს საქართველოს როგორც არასდროს", - განუცხადა ექსპერტმა „პირWელს".


ირაკლი ზარქუას თქმით, პრემიერის აშშ-ში გამართული შეხვედრები ცხადყოფს იმას, თუ რამდენად დიდია დაინტერესება ჩვენი ქვეყნის მიმართ.


კვირიკაშვილს შეხვედრები ჰქონდა ამერიკის წამყვან ქალაქებში, სადაც შეხვდა წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საინვესტიციო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ბიზნესმენებსა და ფონდებს. ცალსახად უნდა ითქვას, რომ პრეზენტაციის წაყვანა თავად პრემიერმა იტვირთა. მან გააცნო დაინტერესებულ პირებს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი და მასშტაბები, ასევე ხედვები, რაც სწორად მიაჩნია ხელისუფლებას. ბიზნეწსრეების მნიშვნელოვან წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა შეხვედრა. ასეთი მასშტაბური შეხვედრები ცხადყოფს იმას, თუ რამდენად დიდია დაინტერესება ჩვენი ქვეყნის მიმართ", - განაცხადა ზარქუამ.


ექსპერტი მიიჩნევს, რომ პრემიერის ვიზტიტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ამერიკის დღის წესრიგში, საქართველო უფრო მეტად აქტუალური ხდება და დგას გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის გვერდით.


კვირიკაშვილის მიერ ჩატარებული პრეზენტაცია კიდევ უფრო ამაღლებდა ამ შეხვედრის მნიშვნელობას. დაინტერესებულ პირებს არგუმენტირებული და დასაბუთებული ინფორმაცია მიეწოდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე. გამოითქვა დაინტერესება ჯანდაცვის, ლოჯისტიკის, საფინანსო სექტორიში ფულის ჩადების, ასევე ენერგეტიკის მიმართულებით. ყველა დარწმუნდა, რომ საქართველოში სტაბილური ბიზნესგარემოა, შესაბამისად, დაინტერესება დიდია ინვესტიციების ჩადების კუთხით. ხელისუფლება ბიზნეს არ ატერორებს, ადამიანის უფლებები ნომერ პირველი საზრუნავია და ეს ყველაფერი ქმნის იმ განწყობას, რომ საქართველო ღირსეული პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და სრულიად ცივილიზებული სამყაროსი", - განაცხადა ზარქუამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner