logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: სასჯელაღსრულების სამინისტრო არ იძლევა რეკომენდაციას ვინმეს გათავისუფლებაზე ან არგათავისუფლებაზე
- +

20 აპრილი. 2018. 00:23

 

 

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო რომელიმე მსჯავრდებულის გათავისუფლება-არგათავისუფლებაზე რეკომენდაციას არ იძლევა“, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა, მისი უწყებიდან  ვეფხია ბაქრაძის დახასიათებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

 

„პირადად მეც და ე.წ. უდოს კომისიის ხელმძღვანელმაც არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო რეკომენდაციას არ იძლევა კონკრეტულად ვინმეს გათავისუფლებაზე ან არ გათავისუფლებაზე. ეს არის ინტერვიუს სახით მიწოდებული ინფორმაცია, თუ რა განუცხადა სოციალურ მუშაკს და ფსიქოლოგს კონკრეტულ კითხვებზე მსჯავრდებულმა.  ასეთი ტიპის ინფორმაციები იგზავნება შეწყალების კომისიაში, პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიაში, რომ გადაწყვეტილება იყოს მაქსიმალურად ობიექტური.

 

ვმუშაობთ ისეთი ტიპის მექანიზმის დანერგვაზე, რომ უკვე კომისიას მიეცემა შესაძლებლობა მრავალმხრივ, არგუმენტირებულად, ობიექტურად შეისწავლოს საქმის ყველა გარემოება, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებს შეწყალების თაობაზე, ან შეწყალების უარზე, რადგან შეიძლება ორივე გადაწყვეტილება იყოს მტკივნეული, სახიფათო. ამიტომ მექანიზმები, ამ გადაწყვეტილებების დაცულობის სტანდარტი უნდა იყოს მაღალი“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner