logo_geo
eng_logo
ალექსანდრე დარახველიძე: შეწყალების კომისიის საკითხზე შეხვედრა პრობლემური საკითხების გადაწყვეტას ემსახურებოდა
- +

20 აპრილი. 2018. 00:51

 

 

„შეხვედრის მიზანს ბოლო პერიოდში დაგროვილი პრობლემური საკითხების გადაწყვეტა წარმოადგენდა და სხვა შეფასებისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე დარახველიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. მისი თქმით, სამუშაო პროცესში მექანიზმები უფრო მეტად დაიხვეწება და ნორმატიული აქტის სახეს მიიღებს, რის შესახებაც საზოგადოებას დეტალურად ეცნობება.

 

დარახველიძემ აღნიშნა, რომ შეხვედრა ძალიან საინტერესო და აუცილებელი იყო, რაც შემდგომი პროცესის უფრო მეტად გაძლიერებას და ორგანიზებას დაეხმარება, რათა გადაწყვეტილებები უფრო მეტი ინფორმაციის საფუძველზე იქნას მიღებული და ორივე მხრიდან გაურკვეველი მოლოდინები არ იყოს.

 

„აუცილებელია, უფრო ზედმიწევნით იქნას დარეგულირებული პრაქტიკაში გამოვლენილი გარკვეული ხარვეზები და სირთულეები, იყოს მეტი კომუნიკაცია და ზუსტი მოლოდინები“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner