logo_geo
eng_logo
ვანო ზარდიაშვილი: ეს უამრავი სისაძაგლის „გამპრავებელი“ ხალხს ისევ თვალში ნაცარს აყრის!
- +

20 აპრილი. 2018. 01:05

 

 

„რუსთავი 2“-ის გუშინდელი ეთერი იყო უსუსური მცდელობა რიგითი მარგველაშვილის გადასარჩენად“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი აცხადებს.

 

„პრეზიდენტის წარმომადგენლის თეატრალიზებული, ყალბი აღელვებით ჩატარებული მათემატიკის გაკვეთილი. მან ყველაფერზე ისაუბრა, შეწყალების შინაარსის  კონსტიტუციურობის გარდა. ნამდვილად კარგი მათემატიკის ცოდნაა საჭირო პრეზიდენტის ცოლისძმის მიხეილ მგალობლიშვილის და გიორგი გოგიბერიძის განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ჩადენის მცდელობაში (19-109 მუხლი), რომელიც მანამდე ორჯერ უკვე იყო ნასამართლევი და ეს შეწყალება მან განახორციელა მყისიერად, გახდა თუ არა პრეზიდენტი. 17 წლიდან მხოლოდ სამი წლის მოხდა მოასწრო პრეზიდენტის ცოლისძმამ (ეს ფაქტი, ეტყობა, გუშინდელ ეთერში არ იცოდნენ). ნამდვილად საჭიროა მათემატიკური ნიჭი ქორიძის საქმეში, როდესაც 3000 ადამიანის დოზა ნარკოტიკისთვის ბრალდებული შეიწყალა პრეზიდენტმა. ხოლო შემდგომ  ა-პუნქტში ჩნდება 10 000 დოზა ნარკოტიკი,  ბ-პუნქტში ქრება 500 დოზა ნარკოტიკი. აბაშიშვილს და მარგველაშვილს ვთხოვ დაადგინონ. მათემატიკურად სად გაქრა ქორიძის  საქმეში ეს 500 დოზა ნარკოტიკი და აპირებენ თუ არა პრინციპულობის გამოჩენას და კიდევ ერთხელ შეწყალებას. აღარ ვსაუბრობ იმ ტრაგედიაზე, რომელმაც მთელი საზოგადოება შეძრა და გამოუსწორებელი შედეგი მოიტანა.

 

მარგველაშვილს შეწყალებული ჰყავს 3600 მოქალაქე, მაშინ როდესაც სასჯელს დღეს იხდის სულ 9500 პატიმარი. მოდით, კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ აბაშიშვილის თეატრალურ  მათემატიკას და დავითვალოთ: იმისთვის, რომ 9500 ადამიანზე მართლმსაჯულება განხორციელდეს, მუშაობს საქართველოს მასშტაბით 300-მდე პროკურორი, 100-მდე მოსამართლე, 1000-მდე გამომძიებელი, 300-მდე ექსპერტი, პროფილების მიხედვით, 10 000-მდე მოწმე და ალბათ 100 000-მდე ფაქტები და მტკიცებულებები და ამის საპირწონედ ერთი მარგველაშვილი, რომელიც ასევე აღიარებს, რომ ობიექტურ ინფორმაციას იგი ძლიან ცოტას ან საერთოდ არ ფლობს, იწყალებს 9500 დან 3600-ს. აქვე აღსანიშნავია გვარამიას გულანთებული მცდელობა, თავისი ბრძენთა -ბრძენობით გადაარჩინოს რიგითი მარგველაშვილი. უკვე მეორედ ვიხილეთ დაუგეგმავად, ყოველგვარი ჟურნალისტური ეთიკის წესების დარღვევით, ქვეყნის მთავარი გურმანის პირდაპირ ეთერში შევარდნა. ეტყობა, მას, გამოცდილ მედიაზონდერს, არ მოეწონა, გაბუნიას გადაცემა თუ როგორ განვითარდა. არ მოეწონა საზოგადოებრივი ხედვის ჩამოყალიბების კუთხით. შევარდა, დიდი ინტელექტით მარგველაშვილის პირადი 3600 ხელმოწერა დააბრალა შსს, სასჯელაღსრულებას და მთლიანად სახელმწიფოს. ცოტა დააკლდა, ეთერში დრო არ ეყო, თორემ ნამდვილად დააჯერებდა საზოგადოებას, რომ ეს 3600 მარგველაშვილის ხელმოწერა მარგველაშვილს ჩაუდეს და ხელისუფლება ჩამდებს ხელს აფარებს. მე, ჩემი მხრივ, მადლობა მაქვს მოსახდელი, გვარამიამ აღიარა და გაუმხილა საზოგადოებას, რომ თვითონ და მისი ტელევიზია ახორციელებდნენ ტყუილებით გაჯერებულ შტურმს ჩემზე ორი წელი. და უმტკიცებდნენ საზოგადოებას, რომ მე ვიყავი მარჯვენა თუ მარცხენა ხელი ადეიშვილის. ვითომდა მე ვიყავი გვარამიას მაგივრად იმ სისტემის შემოქმედი. 2018 წელს აღიარებს, რომ 2005 წელს, 13 წლის წინ, 22 წლის რომ ვიყავი, გამიშვა ადეიშვილმა სამსახურიდან. ახლა ჩამოყალიბდეს გვარამია, მე გამიშვეს სამსახურიდან თუ ფავორიტი ვიყავი. არადა, მაქსიმუმ პოზიცია რაც მეჭირა 2012 წლამდე, იყო განყოფილების უფროსი მერიაში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში და სასამართლოში. ჩემს ზედა ვერტიკალში იყო მინიმუმ 4000 თანამდებობის პირი და ესეც ყველამ იცის, რომ გადაწყვეტილებებს პოზიტიურს თუ სასტიკს იღებდა მაქსიმუმ 10 თანამდებობის პირი, მათ შორის გვარამია. რაც შეეხება ნარკოტესტირებას, მე მაშინაც, 13 წლის წინ და ახლაც, ხაზს ვუსვამ, ახლაც მზად ვარ, გვარამიასთან და პრეზიდენტთან ერთად  გავიარო ნებისმიერი შემოწმება! მაგრამ რად გინდა, უდიდესი აფერისტი,  „ტელეიმედის“, სხვა ბევრი ტელევიზიის დამრბევი და გამპრავებელი დღეს საზოგადოებას ანახებს, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების მცველია! ეს ბრძენთა ბრძენი ვერ ამჩნევს, რომ მარგველაშვილი იმდენად დახარბებულია შეწყალებებს, რომ სასამართლოების დასრულებასაც არ ელოდება, ისე იწყალებს ბრალდებულებს! მეტროსექსუალ გვარამიას, პრეზიდენტ მარგველაშვილს, „საია“-ს ყოფილ სამ ხელმძღვანელს - კოჟორიძეს, დოლიძეს, ნაცვლიშვილს (რომლებიც მარგველაშვილის გაპრავებით არიან დაკავებულები) შევახსენებ კონსტიტუციას, მართლმსაჯულების პრინციპებს, სადაც სამი ინსტანციით მსჯელობს სასამართლო პირის დანაშაულზე ან უდანაშაულობაზე. სიხარბით, პირადი ინტერესით, არაკომპეტენტურობით თუ არაკვალიფიციურობით, მათ საერთოდ უგულებელყვეს ადამიანის უფლება, დაამტკიცოს თავისი სიმართლე და სახელმწიფო ბრალდების მხარის უფლება, დაადასტუროს პირის ბრალეულობა. პრეზიდენტმა შეიწყალა ნიკოლოზ თავაძე, რომელმაც განზრახ 5 ჭრილობა მიაყენა დანით საბა უგრეხელიძეს. შეწყალება მოხდა პირველი ინსტანციის დადგომის შემდგომ. პრეზიდენტი, როგორც მინიმუმ, უნდა დალოდებოდა სამივე ინსტანციის გადაწყვეტილებას. აქ აზრი აღარ აქვს მის მიერვე წარგზავნილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მსჯელობას და გადაწყვეტილებას, რა განაჩენიც არ უნდა გამოიტანონ, თავაძე უკვე შეწყალებულია და მათემატიკოსების მიერ. ზევით აღნიშნულ კომენტარებში 4 ფაქტი მოვიყვანე, სადაც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში ბრალდებულები შეიწყალა პრეზიდენტმა აბსოლუტურად ულოგიკოდ. 4 უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება 3600 გადაწყვეტილებიდან, რომლებიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. აქ რთული არაა, რომ ივარაუდო, პრეზიდენტის შეწყალებებში უამრავი ასეთი ფაქტი იქნება და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. მის მიერ შეწყალებულების რეციდივებს თუ გადავხედავთ, როგორც ეთერებიდან მოვისმინეთ, 500 შემთხვევას ასცდა“, - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner