logo_geo
eng_logo
ალექსანდრე დარახველიძე: ჩვენი ჩართულობა შეწყალების კომისიას დაეხმარება...
- +

20 აპრილი. 2018. 01:12

 

 

„ჩვენი ჩართულობა შეწყალების კომისიას დაეხმარება, შესაწყალებელ პირთა შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღონ“, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე დარახველიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ერთი მხრივ, სასჯელაღსრულების მინისტრისა და პრეზიდენტის, მეორე მხრივ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის, შეწყალების კომისიის წევრებისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრაზე საუბარი იყო პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივ საბჭოს კარგ გამოცდილებაზე, რაც მსჯავრდებულებთან ზეპირ გასაუბრებებს უკავშირდება და სიახლეები ამ მიმართულებითაც იქნება.

 

„ჩვენი მხრიდან დოკუმენტის სახით გაგზავნილი მასალების გარდა, დამატებითი ინფორმაცია ვერბალურადაც იქნება გადაცემული, რაც ვფიქრობ, შეწყალების კომისიას ამა თუ იმ საკითხის უფრო სიღრმისეულად შესწავლაში დაეხმარება.

 

თუ შეწყალების კომისია ძალადობრივ დანაშაულებთან მიმართებაში ჩათვლის, რომ დამატებით საჭიროა მსჯავრდებულთან ზეპირი გასაუბრება, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და სურვილის შემთხვევაში, შეწყალების კომისიის წევრებს მსჯავრდებულებთან შეხვედრის და მათგან დამატებითი ინფორმაციის მიღების საშუალება ექნებათ“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner