logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: პრეზიდენტმა მოკლული გოგოს ნათესავებს ჰკითხოს, არის თუ არა ეს შავი პიარი - მის ადგილას შემრცხვებოდა!
- +

20 აპრილი. 2018. 02:54

 

 

„გავიდეს პრეზიდენტი და იმ მოკლული გოგოს ნათესავებს ჰკითხოს, არის თუ არა ეს მის წინააღმდეგ მიმართული შავი პიარი, მე მის ადგილას ამის თქმა შემრცხვებოდა“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. მისი თქმით, შეწყალების კომისიის თითოეულმა წევრმა დღეში სამი-ოთხი თემა სიღრმისეულად უნდა შეისწავლოს, რაც შეუძლებელია.

 

„შეწყალების პროცესზე ცუდის თქმა და კრიტიკა განსაკუთრებულად მიჭირს, რადგან ეს ძალიან სერიოზული, მნიშვნელოვანი აქტია, რომელიც ადამიანურობის შეგრძნებას არ გვავიწყებს, რაც ხშირ შემთხვევაში მეორე ადგილზე გადადის ხოლმე. თუმცა, არ ვიცი, რა ჰქვია იმას, როცა შეწყალების თემას კონვეიერულად უდგები, მოწყალეს, შემწყნარებლის იმიჯის შექმნა გინდა და ათასობით შეწყალებულის საკითხის დეტალურად განხილვის შესაძლებლობას არც ერთ შემთხვევაში არ უშვებ.

 

უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია, როცა დამნაშავე ადამიანი დაუმსახურებლადაა შეწყალებული ისე, რომ საკითხი ბოლომდე შესწავლილი არც კომისიას აქვს და არც თავად პრეზიდენტს. როდესაც კაცს ცოლი, თუ მომავალი ცოლი სამსახურიდან გამოჰყავს და ქვით სცემს, ზუსტად უნდა იცოდე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი ყურადღება გმართებს. მით უმეტეს, თუ დასასრული ასეთი ტრაგიკულია, თავი კი არ უნდა იმართლო, უნდა გამოხვიდე და იმაზე ილაპარაკო, მომავალში რა უნდა ქნა, რაც ამ შემთხვევის შემდეგ ძალიან რთულად მესახება. პრეზიდენტის ყოყლოჩინური პოზიცია ერთადერთი შემთხვევა არ არის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner