საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში „ნაციონალურ მოძრაობას“ შემდეგი სახის პოსტით მიმართავს:
„მოსახლეობას, რომ ტვინში ღრმად ჩაუბეჭდონ, როგორ (ტალღოვანი თუთიყუშივით) იმეორებს მეცოცხეთა PR-მონები, რომ ხეები „ივანიშვილის ეზოში“ ირგვება და არა დენდრო-პარკში...
P.S. მიშას და ნაცთა პრიმიტიულ-ბრიყვული ჭორის პროლონგაციაა: ბიძინა რომ ავადაა და ამ ხეებით მიკრო-კლიმატს იქმნის, ჩაეხუტება და დიდ ხანს იცოცხლოსო.
P.P.S. არა და მართლა რა გიყოთ და რა დღეში ჩაგაგდოთ ბიძინამ, რომ ლევიტირებით მოყვებით ამ საუკუნეს“, - წერს ჩრდილელი.