გიგი უგულავამ გადაცემა „რეაქციაში“ დაადასტურა, რომ თბილისიდან ამოეწერა და ხონში ჩაეწერა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:
„ამ ნაცების ასკოლკებს გუგულებივით, როგორ უყვართ სხვის გაკეთებულ ბუდეში ცხოვრება?!“ - წერს ხალვაში.