ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში წერს:
„როგორ აშუქებდა „რუსთავი 2“ 2007 წელს არასრულწლოვანის მკვლელობას! ეს ის პერიოდია, თურმე მანდატურების ინსტიტუტმა რომ ძალიან გაამართლა და სკოლაში არ ხდებოდა მკვლელობები! გამახსენეთ, ერთი, მაშინ ვინმემ მიუძღვნა ამ ფაქტს სპეციალური „თოქ-შოუ“? არ თქვათ ახლა, მაშინ მხოლოდ ეს ერთი მოხდაო! თორემ კიდე მინიმუმ 5-ს მაინც დაგიდებთ! სადაა „გამხსნელი“ ფრაზა - თ ბ ი ლ ი ს შ ი მკვლელობების სერია გრძელდება! ს ი ს ხ ლ ი ა ნ ი გარჩევების წინაშე პოლიცია კვლავ უძლურია! სადაა „ა ღ შ ფ ო თ ე ბ უ ლ ი“ თამარა ბაღაშვილი?“ - წერს ბაკურ სვანიძე.