ავსტრიის ქალაქ ზალცბურგის სარკინიგზო სადგურზე ერთმანეთს ორი მატარებელი შეეჯახა. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 40-მდე ადამიანი. ამის შესახებ გამოცემა Die Presse იუწყება.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. დაშავებულთა უმრავლესობამ მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
მომხდარის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ზალცბურგის სარკინიგზო სადგური მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.