logo_geo
eng_logo
ლევან წულაძე: თუ შენს მეორე ნახევარს ისეთს არ მიიღებ, როგორიც არის, ურთიერთობა აუცილებლად დამთავრდება
- +

30 აპრილი. 2016. 13:27


რეჟისორი ლევან წულაძე ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში თავისი ოჯახის სიმყარის საიდუმლოს ამხელს. იგი აღნიშნავს, რომ ურთიერთობისთვის მთავარია მოთმინება და პატიება და ამბობს, რომ თუ მეორე ნახევარს ისეთს არ მიიღებ, როგორიც არის, ურთიერთობა აუცილებლად დამთავრდება.

 

„სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენი ოჯახის სიმყარეს მოთმინება და პატიება განაპირობებს. ზოგჯერ გგონია, რომ მეტი გეკუთვნის, ფიქრობ, რომ ნაკლებ ყურადღებას გაქცევენ ან უბრალოდ რაღაც არ მოგწონს და ბოლოს კონფლიქტი წყვილის დაშლამდე მიდის . თუ შენს მეორე ნახევარს ისეთს არ მიიღებ, როგორიც არის, თუ ბოღმას ინახავ და არაფერს ამბობ, ურთიერთობა აუცილებლად დამთავრდება.

 

დიდი ყურადღება ექცევა მატერიალურ მხარესაც და მინდა აღვნიშნო, რომ მამაკაცისთვის ძალიან რთულია, ოჯახში ამ მხრივ წამყვანი არ იყოს", - ამბობს ლევან წულაძე.


 

წყარო: „სარკე“

right_banner right_banner
არქივი
right_banner