logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები არ დაუშვებენ, დაძაბულობა შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს
- +

20 აპრილი. 2018. 11:45

 

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები არ დაუშვებენ, რომ დაძაბულობა ორ ქვეყნას შორის შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს.

 

„ბოლოს და ბოლოს, ისინი ლიდერები არიან, რომლებიც თავიანთმა მოსახლეობამ აირჩია და პასუხისმგებლები არიან მშვიდობაზე“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

 

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთმა აშშ-ის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია გააფრთხილა, რომ სირიაში გარკვეული გეოგრაფიული „წითელი ხაზების“ გადაკვეთა საპასუხო ნაბიჯებს გამოიწვევს.

 

ლავროვის განცხადებით, რუსეთი უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს მტკიცებულებებს, რომ აშშ-ის მიერ გაშვებული რაკეტები სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner