„იმედი მაქვს, რომ ყველა თქვენგანს ზუსტად ერთი თვეში „ბლექ სი არენაზე“ შევხდები!“ – ეს სიტყვები ენიო მორიკონეს ოფიციალურმა facebook-გვერდმა კომპოზიტორის იმ ღონისძიებაზე დაპოსტა, რომელიც „Black Sea Arena“-ზე 19 მაისს გაიმართება.
ცნობილი კომპოზიტორი და დირიჟორი, ენიო მორიკონე საქართველოს რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, „Check in Ceorgia”-ს ფარგლებში ესტუმრება და კონცერტს „Black Sea Arena“-ზე გამართავს, რომელიც მაესტროს მოღვაწეობის 60–წლიანი იუბილეს ფარგლებში მიმდინარე მსოფლიო ტურნეს ნაწილია. ტურნეს ყველა კონცერტი ანშლაგით გაიმართა და მაყურებლის მხრიდან დიდი ოვაციები, ხოლო მედიის მხრიდან – დადებითი შეფასებები მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მაესტრო მორიკონე პირადად უდირიჟორებს ორკესტრს. შეკვეთილში მდებარე „Black Sea Arena“-ზე ის წარდგება რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელთანაც მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ოპერის გუნდი 70–კაციანი შემადგენლობით.
საგულისხმოა, რომ საქართველოში ლეგენდარული კომპოზიტორი პირველად ჩამოდის და მისი კონცერტით „Black Sea Arena“-ს 2018 წლის სეზონი საზეიმოდ გაიხსნება.
ბილეთების გაყიდვა დღეს, 20 აპრილს, 09:00 საათიდან tkt.ge-ს საშუალებით დაიწყო.
ბილეთების ფასი 60 ლარიდან იწყება და 300 ლარამდე მერყეობს.