logo_geo
eng_logo
დინა მირცხულავა: დღევანდელმა მხარდასაჭერმა აქციამ კი კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირია...
- +

20 აპრილი. 2018. 13:46

„სხედან კაბინეტებში, უფრო სწორად, მიგვყავს და თვითონ ვათავსებთ ფუმფულა, კომფორტულ სავარძლებში... ვათავსებთ და მანდ სრულდება კონტაქტი და დისკუსია ხალხთან... თითქოს ზუსტად იციან, რა და რანაირად გვეტკინება მათი „შემობრუნება“...“ - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დინა მირცხულავა და შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:

 

„ჰოდა, ზუსტად იქ გვირტყამენ, იმ წერტილში...

წერტილების მიგნებას კი რა უნდა?!

არც არაფერი....

ერთი ასეთი „წერტილიც“ გვიპოვნეს და არც დააყოვნეს.

სენაკის მერმა სამსახურიდან ვასილ ბესელია გაათავისუფლა.

გაწირა შუახანს გადაცილებული სასიქადულო პოეტი.

უწამლობისა და უიმედო სიბერისთვის გაიმეტა.

სენაკის მერის სახელს და გვარს შეგნებულად არ ვწერ, იმიტომ რომ არ მინდა კონკრეტული გვარ - სახელი ერქვას, უფრო ზოგადს მოუფიქრებს ჩემი საქართველო (ვისთვის არ მოუფიქრებია როო?!)

 

ბესელია სახლიდანაც დაწერს ლექსებს, დაწერს ბატონო, ორ და სამ კეთილს რა დალევს დედამიწაზე, რომ არ მოაშიოს მაგრამ, რატომ უნდა ჰქონდეს კაცს განცდა იმისა, რომ არ სჭირდებათ?!

 

დავიჯერო, სენაკის კულტურის სამსახურს ვასილ ბესელია ნამდვილად  არ სჭირდება?!

 

იმიტომ ხომ არა, რომ უმართავი კატეგორია?!

 

იმიტომ ხომ არა, რომ ბატონ მერს (უსახელოს) „შიშის ზარს სცემდა პოეზია უფრორე მეტად“?!

 

ისტორია ზუსტად გადააფასებს, ვინ სანაგვეზე და ვინ პანდორას ყუთში იმედთან ერთად, მანამდე კი იმ უსახელოს შევახსენებ,  რომ თქვენ ჩვენი ხელის უფლება ხართ და როგორც გვინდა ისე გამოვიყენებთ მაგ უფლებას,  არ მოგვერიდება ხელუკუღმა შემოლაწუნება, მით უფრო როცა ბესელიასნაირ სუსტ წერტილებს გვიპოვნით...

 

პ.ს. დღევანდელმა მხარდასაჭერმა აქციამ კი კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირია... მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ რაოდენობაში არაა ხარისხი...“ -წერს დინა მირცხულავა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner