logo_geo
eng_logo
ღამის ავტობუსების იდეა - „აღნიშნულ პრობლემას სწრაფად მოვაგვარებთ“
- +

20 აპრილი. 2018. 17:11

„როდესაც ღამით გამოვდივართ ღონისძიებებიდან, არის ტრანსპორტის პრობლემა, ამ პრობლემას დეტალურად შევისწავლით და რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვარებთ“, - ამის შესახებ „ღამის ეკონომიკის განვითარების“ პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც გვარჯალაძემ აღნიშნა, რომ საკლუბო და საკონცერტო სფერო არ არის ერთადერთი, რომლის განვითარებასაც თბილისის მერია „ღამის ეკონომიკის“ განვითარების ფარგლებში გეგმავს.

 

„პირველი, რაც ნათლად ჩანს, არის ის, რომ როდესაც ღამით გამოვდივართ ღონისძიებებიდან, არის ტრანსპორტის პრობლემა. ამ პრობლემას დეტალურად შევისწავლით და რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვარებთ. იდეა გვაქვს ღამის ავტობუსებთან დაკავშირებით. ასევე ვსწავლობთ ლონდონის, ბერლინის გამოცდილებასაც და ეს ყველაფერი საერთო ეკონომიკური განვითარების ჭრილში უნდა განვიხილოთ“, - განაცხადა გვარჯალაძემ და დასძინა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი „თბილისობის“ პერიოდი იქნება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner