27 აპრილს, კიევში, ადგილობრივი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონი, ვიაჩესლავ ოლეინიკი დააკავეს.
სამართალდამცველთა თქმით, ატლანტის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული მათ მოთხოვნებს არ ემორჩილებოდა და პოლიციელებს ემუქრებოდა. აღსანიშნავია, რომ ინციდენტი ოლეინიკის დაბადების დღეს მოხდა, როდესაც ოლიმპიურ ჩემპიონს 50 წელი შეუსრულდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე ჩანს, რომ ოლეინიკს თან მისი 10 წლის შვილიც ახლდა.