logo_geo
eng_logo
ბუტა რობაქიძის საქმეზე პატრულ-ინსპექტორი დაიკითხა
- +

20 აპრილი. 2018. 18:08

 

ბუტა რობაქიძის საქმეზე, რომელზეც ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს აქვთ წაყენებული, პატრულ-ინსპექტორი დაიკითხა.

 

საქმის პროკურორის გიორგი ოსაძის განცხადებით, მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერის ქრონოლოგია დარღვეულია და არ ასახავს რეალურ მოვლენებს. მისივე ინფორმაციით, მოწმე რომან ზანდარაშვილმა განმარტა, რომ ის შემთხვევის ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც ჩხრეკა დასრულებული იყო.

 

„როდესაც პირველად მივიდა შემთხვევის ადგილზე, მოწმემ აღმოაჩინა მანქანის საბარგულზე დაწყობილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ამის შემდეგ როგორც ჩვენ, ასევე დაცვის მხარემ წარვუდგინეთ ვიდეოჩანაწერი, სადაც მოწმე პირველად ფიქსირდება შემთხვევის ადგილზე, 01:33 საათზე. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ვიდეოექსპერტის ჩვენება, რომელიც აცხადებს, რომ პირველი წყვეტა ამ ვიდეოჩანაწერზე ფიქსირდება 01:03 საათზე. შესაბამისად, დღევანდელი მოწმის ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ვიდეოჩანაწერის ქრონოლოგია ირღვევა“, – განაცხადა საქმის პროკურორმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner