რუსი ოკუპანტების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის ტერიტორიიდან გატაცებული 77 წლის ელიზბარ მესტუმრიშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ოკუპირებული ტერიტორიიდან მესტუმრიშვილი სამართალდამცველებს ერგნეთის საგუშაგოზე გადმოსცეს.
გათავისუფლებულს შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო დეპარტამენტში მიიყვანენ. დაკითხვის შემდეგ, ელიზბარ მესტუმრიშვილი თავის ოჯახს დაუბრუნდება.
მესტუმრიშვილი რუსმა სამხედროებმა დღეს აიყვანეს.