logo_geo
eng_logo
აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ რუსეთს, WikiLeaks და ტრამპის წინასაარჩევნო შტაბს უჩივლა
- +

20 აპრილი. 2018. 21:22

 

 

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ნაციონალურმა კომიტეტმა რუსეთის ხელისუფლებას, პროექტ WikiLeaks-სა და დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის შტაბს, სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

 

მოსარჩელეები აცხადებენ, რომ ტრამპის შტაბი რუსეთის ხელისუფლებასთან და „გრუ“-სთან ფარულად შეთანხმდა, რათა მათ „დემოკრატების“ კანდიდატის ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ ემუშავათ და ტრამპს გამარჯვებაში დახმარებოდნენ.

 

ამისათვის, მათი თქმით, ორგანიზებული იყო კომიტეტის კომპიუტერული ქსელის გატეხვა, ხოლო მოპოვებული ინფორმაცია ინტერნეტში WikiLeaks-ის დახმარებით გავრცელდა.

 

მოსარჩელე ითხოვს, რომ მოპასუხეებმა აღიარონ შეთქმულება. გარდა ამისა, აშშ-ის დემოკრატიული პარტია მრავალმილიონიან კომპენსაციას ითხოვს თავიანთი კომპიუტერული სერვერების დაზიანებისთვის. მათი თქმით, ჰაკერულმა თავდასხმამ მათ შეუზღუდა შესაძლებლობა ურთიერთობა ჰქონოდათ ამომრჩეველთან და ეფექტურად ემუშავათ. სარჩელის ზუსტი თანხა მითითებული არ არის.

 

ტრამპის მხრიდან მოპასუხეებს შორის შედიან უმცროსი დონალდ ტრამპი, პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი. ასევე შტაბის უფროსი პოლ მანაფორტი და მისი მოადგილე რიკ გეიტსი. გარდა ამისა, მითითებულია რუსული დაზვერვა "გრუ" და ბიზნესმენი ემინ აგალაროვი - მომღერალი, მუსიკოსი და კომპანია Crocus Group-ის ვიცეპრეზიდენტი.

 

2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ს ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.

 

გამოძიების ფარგლებში ამოწმებენ ინფორმაციას დონალდ ტრამპის და მისი გარემოცვის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირებზე. ამ საქმის ფიგურანტები არიან ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი და ტრამპის ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი. პრეზიდენტის წინააღმდეგ მტკიცებულებების აღმოჩენის შემთხვევაში ეს შეიძლება მისი იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner