საქართველოს ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება-გასაღების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა ეტაპობრივად დაამზადეს და გაასაღეს 31 ერთეული ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომლის მიხედვით, თითქოსდა ერთ-ერთ მეწარმე სუბიექტს მიაწოდეს 140 300 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა, რეალურად კი მსგავი სავაჭრო ქმედება არ განხორციელებულა.
დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.