logo_geo
eng_logo
ნანა ჯანელიძე: ადამიანი თავს მშვიდად მაშინ გრძნობს, როცა არ აწუხებს სინდისი
- +

30 აპრილი. 2016. 14:12


 რეჟისორი ნანა ჯანელიძე ბლიც კითხვებს გულწრფელად პასუხობს.
რა იყო რეჟისორისთვის ყველაზე დიდი რისკი და იღებს თუარა ის კრიტიკას, ინტერვიუში ამოიკითხავთ.


დრო ჩემთვის არის...

„ყველაზე საშიში მტერი,რადგან, თუ აცდენ დროს, ძალიან ვერაგია და შურს იძიებს.
ამიტომ, ყოველი წუთი უნდა იყოს სავსე".

ვერასოდეს ვიქნებოდი...

„ვისაც ვესაუბრები, ყოველთვის მგონია, რომ გაცილებით მეტი იცის, გაცილებით ჭკვიანია, ნიჭიერია. ფაქტობრივად ყველას დიდი აღტაცებით ვუყურებ, რადგან მგონია, რომ ვერასოდეს ვიქნებოდი ის ვისაც ვესაუბრები".

დრამა თუ კომედია?

„კომედია, რასაკვირველია. ის არაჩვეულებრივი, ურთულესი დარგია, რომლის გასაკეთებლად ძალიან დახვეწილი გემოვნებაა საჭირო. ის შეიძლება ტრაგედიაში გადავიდეს. უფრო ტრაგი-კომედია. ცხოვრებაც ასეთია-ყველაფერს ერთად შეიცავს".

ყველაზე დიდი რისკი...

„ყველაზე დიდი რისკი იყო კინოსარეჟისოროზე ჩაბარება, მერე იქიდან წამოსვლა, მერე უკან დაბრუნება. და როცა გაჩერდა ყველაფერი, წავედი თეატრში. ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკი, იმიტომ რომ სრულიად სხვა სამყაროა, სრულიად უცნობი".

როცა მაკრიტიკებენ...

„გააჩნია...ხანდახან კრიტიკა გესლიანია, იმისთვის რომ გატკინონ.ამ დროს გულგრილი ვარ. თუმცა, როცა კრიტიკა კონსტრუქციულია, ვცდილობ დავუგდო ყური და მივიღო".

ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

„ყველაზე ხშირად ვფიქრობ, ვაკეთებ თუ არა იმას, რაც უნდა გავაკეთო. ანუ რა არის ჩემი ნამდვილი მოწოდება".

მშვიდად ვარ როცა...

„ადამიანი თავს მშვიდად მაშინ გრძნობს, როცა არ აწუხებს სინდისი, ანუ არ გააჩნია დანაშაულის შეგრძნება. ფაქტობრივად, დანაშაულის შეგრძნება არ მაქვს ხოლმე. ყოველთვის ისე ვიქცევი, როგორც ამას სინდისი მკარნახობს".

სახლი ჩემთვის არის...


„კოშკი ნაგები კირითა (იცინის)
ყველაზე დიდი სიმშვიდე, მხიარულება და საინტერესო ამბები".

მოხუცი ალბათ ვიქნები...

„მოხუცებულობა არ არის ასაკობრივი. ეს შინაგანი მდგომარეობაა. მინდა გითხრათ, რომ ჩემი შინაგანი მდგომარეობა არ შეცვლილა ბავშვობის მერე, ამიტომ ალბათ ასეთივე ვიქნები (იცინის)".

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner